
Dekor Skinali Georgia



შეკვეთებს ვიღებთ ონლაინ რეჟიმში - აირჩევთ სასურველ სურათი ან დიზაინი, გამოგვიგზავნეთ საკუთარი სამზარეულოს ფოტოსურათი და ჩვენ დაგიპროექტებთ და მოგაწვდით დიზაინის ფოტოებს, რის შემდეგაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ დიზაინს.
მას შემდეგ, რაც თქვენ დაათვალიერეთ ჩვენი კატალოგი და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დეკორაცია. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებულ ნომრებზე და გაიაროთ დეტალური კონსულტაცია. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მოვალთ თქვენთან ზომების ასაღებად და შეკვეთის მისაღებად.
მზადების პროცესი ერთ-ერთი რთული და შრომატევადია, რაც ითვალისწინებს შუშის დამუშავებას, წრთობას და თქვენი დეკორაციის შექმნას. თქვენი შეკვეთის დასამზადებლად საჭიროა 7-10 სამუშაო დღე, რის შემდეგაც ნაკეთობა მზადაა დასამონტაჟებლად.
ნაკეთობის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვათანხმებთ თქვენთან სასურველ დროს დეკორაციის დასამონტაჟებლად. მონტაჟი არ შედგება რთული პროცედურისგან და არც წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო. ერთ საათში თქვენი არჩეული დეკორაცია იქნება დამონტაჟებული და ექსპლუატაციისთვის მზად.
სკინალი, იგივე მინის დეკორაციული პანელი, რომელიც მონტაჟდება სამზარეულო ავეჯის ზედა და ქვედა თაროებს შორის სივრცეში. სკინალი ადვილი მოსავლელია და იწმინდება ისევე როგორც მინა. მინა არის 6 მილიმენტრიანი სისქის ნაწრთობი გამჭვირვალე.
ნაწრთობი მინა მიიღება ჩვეულებრივი მინის სპეციალური თბოდამუშავების შედეეგად, რის შემდეგაც მინა იძენს შემდეგ თვისებებს:
-მაღალი მგრადობა დრეკადობისადმი, არ ზიანდება შემთხვევითი დარტყმებისაგან.
-უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურას(200 გრადუსამდე).
-მაღალი ფუნქციონალურობა, გამძლეობა.
- 4 - 5 ჯერ უფრო მტკიცე ვიდრე ჩვეულებრივი მინა.